top of page

OZS 0009

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წყნეთში.

LOCATION

FUNCTION

AREA

PROJECT TYPE

STATUS

YEAR

TSAVKISI, GEORGIA

RESIDENTIAL BUILDING

1200

ARCHITECTURE

2020

UNDER CONSTRUCTION

ადამიანები, ინდივიდები. უამრავი საერთო ელემენტით და განსხვავებული ხასიათით. ისევე როგორც ჩვენ თავად ვართ უნიკალურები, ასევეა შენობებიც.

ნაგებობები, რომლებიც უძლებენ დროის სვლას, აყალიბებენ კულტურას, ცვლიან აზროვნებას, ისმენენ ისტორიებს, ქმნიან ისტორიებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გიზიარებენ ემოციებს.

რელიეფურმა ქანობმა გააჩინა იდეა რომ მოცემული სივრცე გაგვეხადა ბუნების ლანდშაფტის ნაწილი. პროექტირების საწყის ეტაპზე, ლანდშაფტთან შერწყმის იდეამ, შენობაზე მრავალი ფორმის ცვლილება განიცადა, თუმცა საბოლოო შედეგის მიღების შემდგომ, მიგვაჩნია რომ თავად შენობამაც სკულპტურული ლანდშაფტის ღირებულება შეიძინა.

“ყველაზე დიდი ენერგიის და ემოციების წყაროდ ბუნებას წარმოვიდგენ, სწორედ ეს გახდა მოცემული პროექტის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ბალანსი, წონასწორობა, სიმსუბუქე, მარტივი და დასხვეწილი გეომეტრიული აქცენტები, ეს სწორედ ის მახასიათებლებია რაც მოცემული პროექტის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს.” - ანკა ჩოჩია, არქიტექტორი.

სივრცე რომელიც საბოლოო შედეგად ჩამოყალიბდა, მრავალი კონცეპტუალური მონახაზის შემდგომ, სკულპტურულ ხასიათს იძენს. შენობა როგორც ჩანჩქერი, წრე როგორც ბუნების და სამყაროს ბალანსის სიმბოლო. ბუნების ხასიათი რომელიც ვეცადეთ შენობის თვისებებში აგვესახა. კომუნიკაცია და სივრცე. დრო როგორც სამყაროს გამოხატულება.

შენობის ფორმის საპასუხოდ გადავწყვიტეთ მასალების შეთავსებაც. გამოყენებული იქნა, ბეტონი და ხის პანელები მაქსიმალური ბუნებრივი ვიზუალის მისაღებად.

გეგმარებითმა განლაგებამ ავტომატურად მოითხოვა, მეორე სართულის მიწის დონედ ათვისება. რაც თავისმხრივ გადათამაშდა, ძირითადი სივრცეების მიწის დონეზე განლაგებით. მთლიანი სართული დარჩა ღია, ვიტრაჟული სისტემით ბუნებასა და ხედზე ორიენტირებული.

მინუს სართულზე კი მოხდა მოსასვენებელი და სამზარეულოს განთავსება.

bottom of page